გასულ 24 საათში „ევექსის“ კლინიკის ორი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ორივე ექიმი ახალციხიდან იყო და მათ თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.
„ორივე იყო 70 წლამდე. ქალბატონი და მამაკაცი. მამაკაცი მკურნალობას გადიოდა ტრავმატოლოგიურ კოვიდადაპტირებულ ჰოსპიტალში. სამწუხაროდ, აღნიშნულ პაციენტებს ჰქონდათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები. რის ფონზეც ვირუსი უფრო რთულად განვითარდა“,-აცხადებენ „ევექსში“.