LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევექსის” კლინიკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

620
Capture

ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე “ევექსის” კლინიკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შენობაში დაკვამლიანებაა, რაც სარდაფში არსებულ სათავსოში, კომპრესორის გადახურებამ გამოიწვია.  დაკვამლიანების გამო სიგნალიზაცია ჩაირთო და კლინიკაში მათი სამსახური გამოიძახეს.

ამჟამად პრევენციის მიზნით მიმდინარეობს შენობის დათვალიერება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები