რამდენიმე დღის წინ ევა ლონგორიამ თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიახლის შესახებ აცნობა – მას საყვარელმა მამაკაცმა ხოსე ანტონიო ბასტონმა ხელი სთხოვა.
ევასა და ხოსეს ნიშნობა დუბაიში შედგა. ლონგორიამ და მისმა საქმრომ წვეულებაზე 20-მდე მეგობარი დაპატიჟეს. შეყვარებულმა წყვილმა და სტუმრებმა რესტორან Sass Cafe-ში ძვირფასი შამპანური მიირთვეს, ვახშამი კი ხმელთაშუაზღვის პროდუქტებით იყო მომზადებული. წვეულებისთვის წყვილმა 10 ათასი დოლარი დახარჯა.
ფოტოგრაფი ჯიმი დეპერისი, რომელიც ნიშნობაზე იმყოფებოდა, ამტკიცებს, რომ ევა და ხოსე ძალიან ბედნიერები არიან და მათი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება.
ევა ლონგორია და მექსიკელი ბიზნესმენი ხოსე ანტონიო ბასტონი 2013 წლიდან ხვდებიან.