LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევა ლონგორიამ ტომ კრუზის სახლი შეიძინა

72

”სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავმა ევა ლონგორიამ ტომ კრუზის სახლი შეიძინა. ჟურნალ Variety-ს ინფორმაციით, ყველა საჭირო დოკუმენტს ხელი 20 ოქტომბერს მოეწერა.

ამ დრომდე არ ხმაურდება, თუ რა თანხად შეიძინა ლონგორიამ უძრავი ქონება. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრუზი სახლს 50 მლნ დოლარად ყიდიდა, თუმცა, ტაბლოიდები წერენ, რომ ლონგორიამ ქონება 11.4 მლნ დოლარად შეიძინა.

ევას, გარდა ახლადშეძენილი სახლისა, აქვს საზაფხულო ბუნგალო ლოს-ანჯელესში, სახლები სან-ანტონიოსა და ჰოლივუდში.

ტომ კრუზმა კი ცხოვრება მშვიდ გარემოში გადაწყვიტა და განაცხადა, რომ ჰოლივუდი ძალიან ”ყალბია” და საცხოვრებლად არაკომფორტული. საიენტოლოგიური ეკლესიის წევრი ვარსკვლავი საცხოვრებლად საიენტოლოგებისვე ქალაქში – ქლიერუოთერში, ჯონ ტრავოლტას მეზობლად  გადადის საცხოვრებლად.

804645_10207929851744583_1845884040_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები