LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

122
28b8f12309e9ac4afaade20e5d04ffc2_XL

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ვგმობთ რუსეთის 2008 წლის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო გზით ოკუპაციის გამო. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში სამხედრო შემოჭრიდან 14 წლის შემდეგ, კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია გრძელდება და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების, მათ შორის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის სრული პატივისცემის საფუძველზე.

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები