LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს

69
ენ ლინდე

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე დღეს საქართველოს ეწვია.

დიპლომატი საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს “ტვიტერით” ეხმიანება.

„კიდევ ერთხელ დავადასტურებ ეუთო-ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ კონფლიქტის გადაჭრასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში – ორი სფერო, რომელშიც ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია,“ – წერს ენ ლინდე.

ვიზიტის ფარგლებში, ლინდე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას, ვიცე პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს. მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები