LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euronews ქართულად – საერთაშორისო საინფორმაციო არხი საქართველოში მაუწყებლობას იწყებს

599
euronews-logo

Euronews და „სილქნეტი“ „ევრონიუს საქართველოს“ აფუძნებენ, რომელიც კომპანიის ცნობით, ახალი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება.

მემორანდუმის თანახმად, სილქნეტს ახალი მედია შეემატება, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება ევრონიუსის ბრენდის მაღალ ცნობადობასა და რეპუტაციასთან.

კომპანიიდან რადიო „ფორტუნას“ აცნობეს, რომ „ევრონიუსი“ უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს, დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს.

როგორც ცნობილია,  „ევრონიუს საქართველო“ მოახდენს ევრონიუსის კონტენტის ტრანსლირებას ადგილობრივი, ქართული მედია-კონტენტის პარალელურად. კერძოდ, „ევრონიუს საქართველო“ გამოიყენებს ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს. ამასთან, ევრონიუსი გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.

„მოხარული ვართ, განვაცხადოთ სილქნეტთან „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ. ევრონიუსში ჩვენ 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. ევრონიუსი დაარსდა 1993 წელს და დაარსების დღიდან სარგებლობს დამოუკიდებელი მედიის აღიარებით. მოუთმენლად ველით სილქნეტთან ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას, რომ წარმოვადგინოთ ახალი მაღალი ხარისხის მედია, რომელიც საქართველოს მაყურებელს მიაწვდის საერთაშორისო ახალ ამბებს ადგილობრივ სიახლეებთან ერთად“, – აცხადებს „ევრონიუსის“ დირექტორი მიშელ პეტერსი.

„ ევრონიუსი“ ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც  მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები