გერმანიაში შესაძლოა არავაქცინირებული ადამიანებისთვის შეზღუდვები დაწესდეს, თუ ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევები მოიმატებს – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელმა შტაბის უფროსმა, ჰელგე ბრაუნმა განაცხადა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისათვის გერმანიაში მოსახლეობის 49%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ერთი დოზით კი, მინიმუმ 60% აიცრა.
ჰელგე ბრაუნმა აღნიშნა, რომ თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, აუცრელი მოქალაქეებისთვის რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სპორტულ მოედნებზე შესასვლელად შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახდება.
არგუმენტად ბრაუნი ამბობს, რომ ქვეყნის უპირველესი პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
მისივე განცხადებით, ვაქცინირებულებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, ვიდრე არა ვაქცინირებულებს.