Euromoney-მ 2023 წლის Awards for Excellence-ის ფარგლებში საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა საქართველოში.
1992 წლიდან Euromoney არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა საბანკო და საფინანსო სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი საფინანსო ინსტიტუტების გამოვლენასა და აღიარებას, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებენ.
წელს განსაკუთრებული ყურადღება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას დაეთმო. რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დასახელდა.
საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლების შესაძლებლობების შექმნა, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა.
ამ კუთხით, ფინანსური ინსტიტუტის პორტფოლიო 100-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის, განათლების მიმართულებით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს.
საფინანსო ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნაა.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს. საფინანსო ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 8 რეგიონში უკვე 20 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე – მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ასევე, იდეათეკებში შექმნილია STEM კუთხეები, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მიღების შესაძლებლობას.
ამასთან, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება სამი – ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში. ინიციატივის ფარგლებში უკვე 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო განათლება საუკეთესო უნივერსიტეტებში.
საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ბანკმა სულ ახლახან სასტიპენდიო პროგრამა შექმნა. ინიციატივის ფარგლებში 14 პარტნიორ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული პრიორიტეტული მიმართულებით სწავლისას. პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.
ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებისა და STEM მიმართულებით რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM-ის ონლაინ სკოლის პროექტს ახორციელებს.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს და აფინანსებს სხვადასხვა ოლიმპიადას, განათლების ფესტივალს, გამოფენასა თუ ჰაკათონს. წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველო ქვეყნის მასშტაბით ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა.
ეს საქართველოს ბანკის პორტფოლიოში არსებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. საფინანსო ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას, ყოველწლიურად იზრდება განხორციელებული პროექტების მასშტაბები და იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლისთვისაც საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს ქმნის.
საქართველოს ბანკი არ ჩერდება და სფეროს ექსპერტებთან გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობის შედეგად მრავალი ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
საფინანსო ინსტიტუტის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
(R)