ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა Eurobasket2015.org-მა მერვედფინალური შეხვედრების 5 საუკეთესო მომენტი გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ ხუთეულში მეხუთე და პირველი პოზიციები ქართველი კალათბურთელების თამაშს უკავიათ.
მეხუთე ადგილს თორნიკე შენგელიას “ჩატენვა” იკავებს, პირველ ადგილზე კი გიორგი ცინცაძის “ბრმა” პასი და მარკოიშვილის ზუსტად დასრულებული შეტევა გავიდა.
როგორც, იცით ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი ლიტვასთან 85:81 დამარცხდა და სამწუხაროდ გათამაშებას გამოეთიშა.