LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EU-ს დელეგაცია: მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, სჯობს „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი არ მიიღოთ

134
ეუ და საქართველო

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას მხარს უჭერს.

როგორც ევროკავშირის დელეგაცია „ტვიტერზე“ წერს, სჯობს, პარლამენტმა  „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი არსებული ფორმით არ მიიღოს.

„არის წინააღმდეგობა - თუ ევროკომისია დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაიზიარებს, თებერვალში ჩვენს მიერ მიღებული კანონი გაუქმდება“ – ირაკლი კობახიძე

„ვენეციის კომისიის მიერ მიღებული დასკვნა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის დასკვნასთან“.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: სჯობს, აღწერილი რისკების გათვალისწინებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი არ მიიღოთ.

ევროკავშირი მზადაა, სისტემური მიდგომით საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გზის პოვნაში მხარი დაუჭიროს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა“. – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებულ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია არ გაუწია. დღეს კი, პარლამენტმა კანონპროექტი განიხილა და მეორე მოსმენით მიიღო.

„ფონ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი კარგი იყო – როგორ შეიძლება საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული მოსაზრება იყოს“ – სარჯველაძე