LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EU-ის დელეგაცია საქართველოში: ვუსამძიმრებთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

112
1578482461-ევროკავშირი

„ევროკავშირის დელეგაცია უსამძიმრებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის დელეგაცია იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში.

„საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას, ვიმედოვნებთ, სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“, – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.