„ჯეომოდელსის“ მოდელი ეთო მიგრიალური განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორის ბრენდთან თანამშრომლობას. ამჯერად ის „ფენდის“ სათვალეების რეკლამაში გადაიღეს.
აღნიშნული კოლექცია მსოფლიო ბრენდმა კორეული მოდის სახლთან Gentlemonster official-თან ერთად მოამზადა. სათვალეების უახლესი კოლექციისთვის ორი გოგონა გადაიღეს, მათ შორისაა ქართველი მოდელიც.