LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთო გუგავას შეხვედრა დედასთან 39-წლიანი განშორების შემდეგ: „ყველაზე უცხოები ვიყავით.. ჩემი მშობლებისთვის ჭოგრიტი რომ მიმეცა, შეიძლება ერთმანეთი დაენახათ კიდეც“

432
Untitled design (4)

21 აპრილს, „მთავარ არხზე“, გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში „როგორ გადავრჩი“, მსახიობი ეთო გუგავა მაყურებელს საკუთარი ცხოვრების რთულ ერთ წელზე უამბობს.

როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ეთო გუგავა მოჰყვება, როგორ შეხვდა დედას 39-წლიანი განშორების შემდეგ და როგორ განვითარდა მოვლენები.

მსახიობი ამბობს, რომ მასთან დედა „8 მარტს მოფრინდა და 10 მარტს გაფრინდა“ – ეთო გუგავას დედა უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა.

მანამდე, ეთოს დედა უკრაინაში ცხოვრობდა. დედა-შვილს შორის რთულად აღდგენილი ურთიერთობის შემდეგ, დედას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს, რასაც მამის გართულებული ავადმყოფობა დაერთო.

წამყვანის რეპლიკაზე: „სადაც მამა იწვა, იმ ადგილიდან დედას პალიატიური ცენტრი ჩანდა“, ეთო გუგავა აღნიშნავს:

„ჩემი მშობლებისთვის ჭოგრიტი რომ მიმეცა, შეიძლება ერთმანეთი დაენახათ კიდეც“.

მისივე თქმით, დედა ყოველდღე ნატრობდა, რომ უკრაინაში დაბრუნებულიყო.

„ერთმანეთისთვის ორი ყველაზე ახლობელი ადამიანი, რეალურად, ერთმანეთისთვის ყველაზე უცხოები ვიყავით.. ჩვენს დაახლოებას ამან ხელი ვერაფრით შეუწყო. მითხრეს, რომ ძალიან მალე ის უკვე აღარ იქნებოდა“, – იხსენებს ეთო გუგავა გადაცემაში „როგორ გადავრჩი“.

 

დედასთან შეხვედრა 39-წლიანი განშორების შემდეგ | როგორ გადავრჩი – სტუმარი მსახიობი ეთო გუგავა

დედასთან შეხვედრა 39-წლიანი განშორების შემდეგ | როგორ გადავრჩი – სტუმარი მსახიობი ეთო გუგავა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2023

 

გადაცემიდან მაყურებელი ასევე გაიგებს, თუ რა არის მისი ცხოვრების მთავარი მიზანი: „მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – ამბობს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები