LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთო გუგავა „ცვალებად ნიშნებში“ თავის ქალიშვილთან ერთად მონაწილეობს: „არ ვიცი, ხალხი რატომ გაოცდა, როცა სერიალში ბებია და შვილიშვილი სექსზე საუბრობენ…“

406
ეთო და ნია გუგავები

სერიალში „ცვალებადი ნიშნები“ მსახიობი ეთო გუგავა თავის ქალიშვილთან ნია გუგავასთან ერთად  თამაშობს. სერიალში მისი პერსონაჟი, ნენეს დედა აგრესიას ავლენს იმ გმირის მიმართ, ვის როლსაც რეალური შვილი, ნია გუგავა თამაშობს.

„სერიალში ჩემი მონაწილეობა ძალიან კომიკური ამბავია“, უყვება ჟურნალ „გზას“ მსახიობი – ჩვენს სახლთან ახლოს, სერიალის გუნდი ღამის სცენას იღებდა. ჩემს შვილს ნიაკოს, რომელიც სერიალში ნატას როლს ასრულებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ღამის ორი საათი იყო, როცა მთხოვა, გადაღებას მალე ვამთავრებთ, თუ შეგიძლია, სახლიდან რაიმე კომფორტული ფეხსაცმელი ჩამომიტანეო. როცა ჩავედი, ეპიზოდის გადაღებას ასრულებდნენ, გავიცანი მსახიობებიც და რეჟისორიც. როდესაც ნენეს როლის შემსრულებელთან, ანუკი ბუბუტეიშვილთან  ერთად ვიდექი და ვესაუბრებოდი, ერთმანეთს ვეცნობოდით, უცებ შევნიშნე, რომ რეჟისორი ცოტათი გაოცებული მიყურებდა. შემდეგ კი ჩვენკენ დაიძრა. მოვიდა და მკითხა, მინდოდა თუ არა მონაწილეობა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი… ორი კვირის შემდეგ ამიყვანეს…“

კითხვაზე, როგორ უყურებს „ცვალებადი ნიშნების“ სცენას, სადაც მისი ქალიშვილი და ია ფარულავა თამაშობენ და ორგაზმზე საუბრობენ, ეთო გუგავა პასუხობს:

„დედების იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ თემაზე არ უნდა ისაუბროს. არ ვიცი, რატომ შეიქმნა ეს პრობლემა და ხალხი რატომ გაოცდა, რომ სერიალში ბებია და შვილიშვილი სექსთან დაკავშირებულ თემაზე საუბრობენ. თუკი მამა-შვილს გარკვეულ ინტიმურ საკითხებზე საუბარი შეუძლია, ქალს ამაზე საუბრის უფლება რატომ არ აქვს?“

ეთო გუგავას შეხვედრა დედასთან 39-წლიანი განშორების შემდეგ: „ყველაზე უცხოები ვიყავით.. ჩემი მშობლებისთვის ჭოგრიტი რომ მიმეცა, შეიძლება ერთმანეთი დაენახათ კიდეც“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები