LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტნას მთაზე „სამხრეთ ოსეთის” და იტალიის სახელმწიფო დროშები აღმართეს

84

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეტნას მთაზე „სამხრეთ ოსეთის” და იტალიის სახელმწიფო დროშები აღმართეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრი, დიმიტრი მედოევი იტალიის სიცილიის ოლქში შეხვდა ქალაქ რანდაცოს მერს, ფრანჩესკო სგროის – ინფორმაციას დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც პალერმოში რუსეთის გენერალური კონსული ევგენი პანტელეევიც დაესწრო, შესრულდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები“. ქალაქ რანდაცოს მერმა გამოთქვა მზადყოფნა, ცხინვალთან გააფორმოს თანამშრომლობის შეთანხმება.

იტალიის სიცილიის ოლქის რანდაცოს კომუნა კატანიის ადმინისტრაციულ ცენტრს ექვემდებარება და იქ 11 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი მედოევი იტალიაში გასული კვირის ბოლოს გაემგზავრა და 25-26 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს მე-11 ევრაზიულ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონაში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები