ეთიოპია, არგენტინა და საქართველო – National Geographic-მა 2018 წელს აუცილებლად სანახავი დანიშნულებების სია გამოაქვეყნა. გამოცემა მოგზაურებს აღმოუჩენელი ადგილების, უნიკალური სამზარეულოს და უჩვეულო ტრადიციების სანახავად ეპატიჟება. სიაში პირველ ადგილს, ეთიოპია, ჰარარი იკავებს. აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე უჩვეულო ქალაქი, რომელიც ერთ სივრცეში 82 მეჩეთსა და საუკეთესო ლუდის ბარებს აერთიანებს. არგენტინის შემთხვევაში კი ვიზიტორებს ქვისგან ნაშენი პროვინცია, ჯუჯუო ელოდება. ყველაზე მეტად ის ფოტოხელოვნების მოყვარულებს მოეწონებათ, რადგან მართლაც უნიკალური კადრების გადაღებას შეძლებენ. და ბოლოს, აუცილებლად სანახავ დანიშნულებათა სიაში ლიდერობს თბილისიც. საქართველოში წასვლა ძველი თბილისის ხელუხლებელი გარემოს შესაგრძნობად ღირს. 24 საათიანი გოგირდის აბანოები, ხინკალი და ადგილობრივების ლეგენდარული სტუმართმასპინძლობა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყველაფრის რასაც თბილისში ჩასული ნებისმიერი ვიზიტორი საკუთარ თავზე გამოცდის. გარდა ამისა, გამოცემა იმასაც ამატებს, რომ თბილისური არქიტექტურა – სპარსული, არაბული, რუსული და საბჭოთა ოკუპაციების გავლენის ნაზავია. ამის ნახვა კი სიცოცხლეში ერთხელ მაინც ღირს.
აღსანიშნავია, რომ National Geographic-ის რეიტინგში ასევე ავსტრალია, მექსიკა, ავსტრია, ჰავაი, შვედეთი, იორდანია და ირლანდიაც მოხვდნენ.