LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტიკეტის 18 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

1526

ზრდილობის გამოხატვა საკუთარი თავის და სხვების პატივისცემაა. თუმცა, არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც ყველამ არ იცის. გთავაზობთ, რამდენიმე მარტივ წესს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის.

  1. დაუპატიჟებელი სტუმრები 

თუ სტუმრები მოულოდნელად გეწვივნენ, შეგიძლიათ მისცეთ თავს უფლება დახვდეთ მათ საშინაო ტანსაცმლში. ერთი ბრიტანელი ქალბატონი ამბობდა, ”როცა დაუპატიჟებელი სტუმრები მოდიან, მე აუცილებლად ფეხსაცმელს ვიცვავ, ქუდს ვიხურავ და ხელში ქოლგას ვიჭერ. თუ ადამიანი ჩემთვის სასიამოვნოა, ვამბობ: ”რა ბედნიერებაა, მე ეს-ესაა მოვედი!” თუ ადამიანი ჩემთვის ნაკლებად სასიამოვნოა, მაშინ ვამბობ: ”რა საწყენია, სწორედ ახლა მივდიოდი!”  

  1. სველი ქოლგა 

არც სტუმრად, არც ოფისში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაშლილი ქოლგის გაშრობა. ქოლგა დაკეცეთ და ან დაკიდეთ ან კუთხეში კედელთან მიაყუდეთ.  

  1. ჩანთა 

არ დაიდოთ ჩანთა არც მუხლებზე არც თქვენს სკამზე. თუ პატარა კლატჩი გაქვთ, შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ, მასიური ჩანთა კი – ან სკამის საზურგეზე გადაკიდეთ ან იატაკზე დადეთ. პორტფელი ყოველთვის იატაკზე იდება.

  1. ცელოფნის და ქაღალდის პარკი 

საფირმო ცელოფნის და ქაღალდის პარკების ტარება მხოლოდ სუპერმარკეტიდან დაბრუნების დროს შეიძლება. მათი ჩანთის მაგივრად გამოყენება კი – საკმაოდ ცუდი ტონია.

  1. ქალის ჩანთა მამაკაცის ხელში 

მამაკაცი არასდროს არ უნდა ატარებდეს ქალის (თუნდაც პარტნიორის) ჩანთას. პალტო კი, მხოლოდ მაშინ უნდა გამოართვას, თუ მის დაკიდებას აპირებს.

  1. საშინაო ტანსაცმელი 

რაც არ უნდა საშინაო იყოს ტანსაცმელი, ის მაინც ნორმალურად უნდა გამოიყურებოდეს. შეგიძლიათ ჩაიცვათ მოხერხებული შარვალი და სვიტერი, ხალათი და პიჟამა კი – მხოლოდ დილას და საღამოს გამოგადგებათ აბაზანაში.  

  1. კარზე დაკაკუნება 

თუ თქვენს პატარას თავისი ოთახი აქვს, შესვლამდე აუცილებლად დააკაკუნეთ კარზე და მაშინ ისიც ზუსტად ასე მოიქცევა, როცა თქვენს საძინებელში მოუნდება შემოსვლა.

  1. ქუდი თუ შლიაპა 

შენობაში შესვლისას ქალს უფლება აქვს ეხუროს შლიაპა და ეკეთოს ხელთათმანები, მაგრამ არა თბილი ქუდი და ცალთითა ხელთათმანები.  

  1. სამკაულები 

საერთაშორისო პროტოკოლით სამკაულების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13 ნივთს (საიუველირო ღილების ჩათვლით). არ შეიძლება ბეჭდის ხელთათმანზე გაკეთება, თუმცა ნებადართულია სამაჯურის ტარება. ზოგადად, ბრილიანტის სამკაული გათხოვილი ქალის საღამოს წვეულების ატრიბუტია, თუმცა ბოლო დროს მას დღის საათებშიც საკმაოდ ხშირად ატარებენ. ახალგაზრდა გოგონაზე ბრილიანტის პატარა საყურეებიც აბსოლუტურად საკმარისია.  

  1. რესტორანში ანგარიშის გასწორების წესი 

თუ თქვენ ამბობთ: ”მე გპატჟებთ”, – ეს იმას ნიშნავს, რომ იხდით თქვენ. თუ ქალი პატიჟებს მამაკაცს საქმიან ვახშამზე, მაშინ ანგარიშსაც ქალი ასწორებს. ფორმულირება: ”მოდით, წავიდეთ რესტორანში”, – კი იმას ნიშნავს, რომ თუ მამაკაცი საკუთარ თავზე არ აიღებს გადახდას, ქალს თვითონ მოუწევს საკუთარი თავის გამასპინძლება.

restoranniy_etiket

  1. ლიფტში შესვლა 

მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, გამოსვლით კი, ის გამოდის, ვინც ყველაზე ახლოსაა ლიფტის კართან.

  1. ადგილი ავტომობილში 

ყველაზე პრესტიჟულ ადგილად ავტომობილში მძღოლის უკან ადგილი ითვლება და როგორც წესი, მას ქალი იკავებს, მამაკაცი კი, მის გვერდით ჯდება, გადმოსვლისას მამაკაცი კარს იჭერს და ქალს ხელს აწვდის. თუ მამაკაცი საჭესთან ზის, ქალმა მაინც მის უკან უნდა დაიკავოს ადგილი. თუმცა, სადაც არ უნდა იჯდეს ქალი, მამაკაცი მაინც ვალდებულია გაუღოს კარი და დაეხმაროს გადმოსვლაში. საქმიანი შეხვედრების დროს, მამაკაცები სულ უფრო ხშირად არღვევენ ამ ნორმას, რასაც ფემინისტების დევიზით ”ბიზნესში არ არსებობენ ქალები და მამაკაცები” ამართლებენ.    

  1. საუბარი დიეტაზე 

ყველასთვის ხმამაღლა განცხადება, რომ დიეტას იცავთ – ცუდი ტონია. მეტიც, უკულტურობად ითვლება ამ მიზეზით მიპატიჟებაზე ან დიასახლის მიერ შეთავაზებულ კერძზე უარის თქმა. ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება ალკოჰოლზე. არ ღირს ყველასთვის ახსნა, რომ თქვენთვის დალევა აკრძალულია. ითხოვეთ თეთრი ღვინო და ცოტა მაინც მოსვით.

  1. ტაბუდადებული თემები

პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა და ბავშვები – ეს ის თემებია, რომლებზეც არ ღირს საზოგადოებაში საუბარი. უტაქტო შეკითხვებად ითვლება რაიმეს ფასის ან ღირებულების დაზუსტებაც. თუ თქვენ ამგვარი ”დაკითხვის მსხვერპლი” გახდით, ზრდილობიანად გაიღიმეთ და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ, იმ შემთხვევაში კი, თუ მოსაუბრე განსაკუთრებით ჯიუტი აღმოჩნდა, უთხარით, რომ არ გსურთ ამ თემაზე საუბარი.

  1. ზრდილობიანი მიმართვა

12 წლის ასაკიდან ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ზრდილობიან მიმართვას. არასასიამოვნო მოსასმენია, როცა შენობით მიმართავენ ოფიციანტს ან მღოლს. ოფისშიც კი, თუ კოლეგებს კარგად არ იცნობთ, უკეთესია თქვენობით მიმართოთ. ურთიერთობის ფამილარული ფორმა კი, მხოლოდ მეგობრებთან ან ახლობლებთანაა გამართლებული.

  1. ჭორაობა

ჭორაობა ან მათი განხილვა ვინც არ არის და არ შეუძლია გიპასუხოთ, დაუშვებულია. მიუღებელია ახლობლებზე, მათ შორის ქმარზე ჭორაობაც. ცუდი ტონია საკუთარი ქვეყნის გინებაც, რადგან თქვენც ამ ქვეყნის ნაწილი ხართ და ნეგატივი თქვენც გეხებათ.

  1. კინოსა და თეატრში რიგებს შორის სიარული

თუ კინოს, თეტრის ან საკონცერტო დარბაზში თქვენს ადგილამდე მისვლა მაყურებლის გავლით მოგიწიათ, მაშინ აუცილებლად სახით შებრუნდით მათკენ.

  1. ყველაზე დიდი საიდუმლო

ზოგადად საიდუმლოდ უნდა შეინახოთ – თქვენი ასაკი, მატერიალური მდგომარეობა, პრობლემები სახლში, ავადმყოფობა და წამლების ჩამონათვალი, სასიყვარულო კავშირები, მარცხი და წარმატება.

და ბოლოს, ჯეკ ნიკოლსონი კარგი ტონის წესებზე – ”მე ძალიან დიდ ყურადრებას ვაქცევ ეთიკის ნორმებს. არასდროს ვყვირი ერთი ოთახიდან მეორეში, არსად შევდივარ დაკაკუნების გარეშე და ყოველთვის წინ ვუშვებ ქალბატონს. ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წესები სინამდვილეში ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდიან ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ არ შეგვიძლია ქრონიკული ომი ვაწარმოოთ ჩვენს მშობლებთან. მე ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემს მანერებს. ვიღაცისთვის შეიძლება ეს საკმაოდ აბსტრაქტულია, მაგრამ ჩემთვის ეს ურთიერთპატივისცემის აბსოლუტურად გასაგები ენაა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები