LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე 3 ათასამდე საწოლი თავისუფალია: თამარ გაბუნია

67
gabugabaaaaa

შემთხვევების კლებასთან ერთად საწოლფონდიც განტვირთულია. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 3 ათასამდე საწოლი თავისუფალია. 3 710 პაციენტი მკურნალობას იტარებს. აქედან, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 798 ჟანგბადდამოკიდებულია, 230 კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პაციენტების რაოდენობა შემცირდა კოვიდსასტუმროებშიც. ამჟამად, 634 კოვიდდადასტურებული პაციენტი, სასტუმროში იტარებს მჯკურნალობას.

”პარასკევს (15 იანვარს) ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ პირველი თებერვლიდან ისინი მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდნენ”. – აღნიშნა, გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 350 საწოლი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები