LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთმა და ლატვიამ რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს

111
ომი უკრაინაში

ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინაში შეფასებულია, როგორც გენოციდი.

„რუსეთის ფედერაციამ გენოციდის აქტი ჩაიდინა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპენში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ეს აქტები მოიცავს მკვლელობებს, ადამიანების გატაცებას, დეპორტაციას, თავისუფლების შეზღუდვას, გაუპატიურებებს, ასევე ცხედრების შეურაცხყოფას“, – ნათქვამია ესტონეთისა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ დოკუმენტებში.

ამასთან, ლატვიის პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომლის მიხედვით, ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, ლატვიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები