LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს არ შეუშვებს

79
thumb_1024x663_tallinn-tower-square-visit-tallinn

ესტონეთში ერთი კვირის შემდეგ, ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს არ შეუშვებენ შენგენის იმ ვიზებით, რომლებიც უშუალოდ ესტონეთის მიერ არის გაცემული, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა.

„სანქცია ნიშნავს, რომ ვიზები იქნება მოქმედი, მაგრამ მათ მფლობელებს დაუწესდება სანქციები, თუკი ისინი ესტონეთში შევლენ, ანუ მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ“ , – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს გამონაკლისს. ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, პირებს, რომლებიც ეწევიან საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებს, პირებს, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით ფლობენ თავისუფლად გადაადგილების უფლებას, მათ, ვისი ესტონეთში შესვლა აუცილებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ასევე იმ პირთა ახლო ნათესავებს, ვისაც ესტონეთის მოქალაქეობა გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები