ესტონური ტელეკომპანია „TV 3“-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარაში იმოგზაურა. გადაცემათა ციკლის „მოგზაურობა საქართველოში“ გადაღებისას, ჟურნალისტები ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშენიშნაობებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ.
მათ ობიექტივში აჭარასთან ერთად თბილისი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და სვანეთი მოხვდა. გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს პრესტურის ფარგლებში, აგვისტოს თვეში, ორი კვირით სტუმრობენ.
გადაცემათა ციკლს „მოგზაურობა საქართველოში“ ესტონელი ტელემაყურებელი სექტემბერში იხილავს. 10 ეპიზოდისგან შემდგარი 42 წუთიანი გადაცემები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა.
პრეს-ტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა.