LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპრესო შესაძლოა იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდეს

45
620b67404e3fe11ad80d520e

იტალია ითხოვს, რომ ესპრესო იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობად გამოაცხადონ.

ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოვიდა. ჩინოვნიკები აღნიშნავენ, რომ ესპრესოს მაგიდასთან ან ბარის დახლთან მირთმევა იტალიის ნაციონალური კულტურის ნაწილია. იტალიელებისთვის ის მხოლოდ სასმელი არ არის, არამედ ნამდვილი რიტუალია რომელსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. გარდა ამისა, ესპრესოს დამსახურებით იტალია მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

ყავის ეს სახეობა XIX საუკუნეში, ტურინში დაიბადა. მას შემდეგ იტალიელთა 90% ნეაპოლიდან ვენეციამდე, დღეში ერთ ფინჯანს მაინც მიირთმევს.

შესაბამისი განაცხადი იუნესკოს უკვე გაეგზავნა და საბოლოო გადაწყვეტილებას 2022 წლის 31 მარტს მიიღებენ.

იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სია ყოველწლიურად ივსება. 2021 წელს ამ სიას დაემატა მაგალითად, ბულგარელთა მრავალხმიანი სიმღერა და იტალიაში ტრიუფელების მოგროვების ტრადიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები