Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ესპანურმა კომპანიამ საკუთარი ქარხანა ესპანეთიდან საქართველოში გადმოიტანა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანურმა კომპანიამ საკუთარი ქარხანა ესპანეთიდან საქართველოში გადმოიტანა

121
dd

სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეში” განაცხადა, სადაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა კერამიკული აგურის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის თანამშრომლებს გაესაუბრა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტემ“ ქარხნის ესპანეთიდან საქართველოში გადმოტანის გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. კომპანია სარგებლობს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო კრედიტის 900,000 ლარიანი თანადაფინანსებით და საკრედიტო – საგარანტიო სქემის 2,55 მლნ ლარის ოდენობის კომპონენტით.

საწარმოს ჯამური ინვესტიცია 11,4 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია დღეში 120 ტონა აგურს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები