LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით ქალი დააკავეს

82

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოპერაცია დასახლებულ პუნქტ პალამოსში ჩატარდა.

21 წლის ქალი ესპანეთის მოქალაქეა. ის „ბოევიკების“ გადაბირებასა და კონფლიქტის ზონაში გაგზავნაში არის ეჭვმიტანილი. ესპანეთის შსს-ში აღნიშნავენ, რომ ქალი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საერთაშორისო ქსელის წევრი იყო.

ესპანეთში ახლა ტერორისტული საფრთხის 5-დან მეოთხე დონე მოქმედებს. ქვეყანაში რეგულარულად სავარაუდო ექსტრემისტების დაკავების ოპერაციები ტარდება. შსს-ს ცნობით, 2015 წლიდან ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით 200-ზე მეტი პირია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები