ესპანელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულების შემცირება სურთ.
იდეის ავტორი სოციალური უფლებების მინისტრი გახდა და მთავრობას მან შესთავაზა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათის ღირებულება 10 ევრომდე შემცირდეს.
გარდა ამისა, მინისტრს პენსიების 15%-ით გაზრდა და სოციალურად დაუცველი ოჯახების კიდევ უფრო მეტად დახმარება სურს.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად შექმნილ რთულ ვითარებას მოჰყვა და მთავრობას სურს, რომ მოსახლეობას მძიმე პერიოდში ხელი მაქსიმალურად შეუწყოს.