2024 წლიდან ბალეარის კუნძულებზე (ესპანეთში) ყველა სათამაშო აპარატს ისე განაახლებენ, რომ არც ერთ მოთამაშეში დამოკიდებულება აღარ გამოიწვიონ. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.
თამაშის დაწყებამდე მოწყობილობა მომხმარებელს ასაკს ჰკითხავს და იმასაც გაარკვევს, იაზრებს თუ არა ეს ადამიანი, რომ თამაშს დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია.
გარდა ამისა, აპარატებზე გამორთავენ გარკვეულ ფუნქციებს, რომლებიც ადამიანებს თამაშის გაგრძელებას აიძულებენ. მაგალითად, უმოქმედო აპარატების ეკრანზე თამაშის დასაწყებად მიწვევის ნაცვლად, საშიშ დამოკიდებულებაზე ინფორმაცია იქნება განთავსებული. გამორთავენ ასევე მიმზიდველ განათებასაც.
ამასობაში შვედეთში გადაწყვიტეს, რომ გეიმერების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე იზრუნონ. გაიხსნა სპეციალური ცენტრები, სადაც ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას, ჯანსაღი საკვების მიღებას და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობას შეძლებენ.