ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა.
“ფორტუნას” მომხდარი დაუდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, ქართველი მეზღვაური ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა:
“საქართველოს მოქალაქე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ესპანეთში საქართველოს საკონსულო არის ინფორმირებული. სადაზღვევო კომპანია გადმოსვენების პროცედურებს ახორციელებს.” – განაცხადეს უწყებაში.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.