ესპანეთის პოლიციამ „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავა. დაკავებული ჯგუფის წევრები ძირითადად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ.
ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაცია 14 ნოემბერს განხორციელდა. გაჩხრიკეს გადამზიდავი კომპანიის ოფისიც. ესპანეთის პოლიციის ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, იქიდან გზავნიდნენ მოპარულ ნივთებს.
ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა.