LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს

133

კატალონიის პოლიციამ სპეცოპერაციის ფარგლებში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა. როგორც ესპანური მედია იუწყება, თხუთმეტივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ისინი ორი დაჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის ასევე არის ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი“. მისი ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა ნახსენებია, რომ იგი 53 წლისაა და წარსულში ნასამართლევი იყო რუსეთში.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ოქროს ნაკეთობები და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ამოიღეს. 13 დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ორი გირაოთი გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები