ესპანეთში დაიწყო მასშტაბური სარეკლამო კამპანია, რომელიც ქალებს პლაჟზე სიარულისკენ მოუწოდებს. მანდილოსნებმა უნდა იცოდნენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ გამოიყურება მათი სხეული. ამის შესახებ ინფორმაცია periodico de Ibiza-მ გაავრცელა.
კამპანიის ავტორები ირწმუნებიან, რომ ბევრ ქალს რცხვენია იმის თუ როგორ გამოიყურება მისი სხეული საცურაო კოსტიუმში. არადა ამ სეზონისთვის ყველა სხეული მზადაა. „ზაფხული ჩვენიცაა!“ – კამპანიის მთავარი სარეკლამო სლოგანია.
უჩვეულო წამოწყებამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ბევრს იდეა მოეწონა, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვინც ვერ მიხვდა თუ რატომ იყვნენ პლაკატზე გამოსახული მხოლოდ ქალები.