ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გადაწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალური უნდა გახადოს.
ჩინოვნიკი ფიქრობს, რომ პროსტიტუცია ქალებს ამონებს, რაც ნამდვილად დაუშვებელია. ეს არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია 1995 წლიდან დაიწყო. გაეროს კვლევის მიხედვით, 2016 წელს ამ ინდუსტრიას ქვეყნის ბიუჯეტში 3,7 მილიარდი ევრო შეჰქონდა. დღესდღეობით შემოსავალი კიდევ უფრო მეტია და ამ სფეროში 300 ათასზე მეტი მანდილოსანია დასაქმებული. სექსუალური სახის მომსახურებისთვის ფულის აღება დაშვებულია, თუმცა სექს-მუშაკსა და პოტენციურ კლიენტს შორის კონტაქტის დამყარებაში დახმარება კანონდარღვევად ითვლება.
სპეციალისტთა ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ დეკრიმინალიზაციის დამსახურებით, სექს-ინდუსტრიაში დასაქმებული ქალების ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახდა. პროსტიტუციის აკრძალვა კი ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის.