LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა

39

ტენერიფეზე პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა. Innato Tenerife კუნძულის სამხრეთში, ქალაქ სან-ისიდროში მდებარეობს და იქ მოხვედრის მსურველებს არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ყველანაირი ტექნიკის გარეთ დატოვება მოუწევთ. იდეის ავტორი ტონი-დე ლეონარდისი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა კლიენტებს საშუალებას მისცემს, რომ საკვებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და მობილურების ნაცვლად რეალურ ადამიანებს ეკონტაქტონ.

რაც შეეხება მენიუს, ის თევზეულის, ხორცეულისა და ბოსტნეულისგან შედგება და ძირითადად ტრადიციულ ესპანურ სამზარეულოს მოიცავს. ნუდისტურ რესტორანში ვახშამი 70-80 ევრო ეღირება და დაწესებულება მხოლოდ საღამოობით იფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური დაწესებულება ლონდონშიც არსებობს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

https://www.instagram.com/p/BPfiEoxAanC/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები