ესპანეთში მომავლის მატარებელი წარმოადგინეს. მაჩალსიჩქარიანი სამგზავრო კაფსულა, რომელსაც Hyperloop ეწოდა, თავად ესპანელების მიერაა აწყობილი და მისი ნახვის საშუალება დასაწყისისთვის ქალაქ კადისში იყო შესაძლებელი.
მომავლის კაფსულის წონა 5 ტონამდეა, მისი სიგრძე კი 32 მეტრს აღწევს და ის იმაზე მეტად კომფორტულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რაც შეეხება მატარებლის დიზაინს, პროექტის ავტორები ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან და ამ საქმეს ფრანგ კოლეგებს მიანდობენ. ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი პირველ მზგავრებს სავარაუდოდ, 3 წლის შემდეგ მოემსახურება და როგორც ესპანელები ვარაუდობენ, 5 წლის შემდეგ ის უკვე კომერციული რეისების შესრულებასაც დაიწყებს.
შეგახსენებთ, რევოლუციური სატრანსპორტო სისტემის სულისჩამდგმელი ილონ მასკია და სუპერსწრაფ მატარებელზე მუშაობაც პირველმა სწორედ მან დაიწყო.