LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მატარებლით მგზავრობა სექტემბრიდან წლის ბოლომდე უფასო იქნება

50
Screenshot 2022-08-04 125013

ესპანეთში რკინიგზის მთავარი გადამზიდავის Renfe-ს მატარებლები სექტემბრიდან უფასო გახდება. ამ შეთავაზებით სარგებლობა პატარა ქალაქებსა და სოფლებში იქნება შესაძლებელი და მარშრუტის სიგრძე 300 კმ-ს არ უნდა აჭარბებდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

უფასო ბილეთები მხოლოდ ნაწილია იმ ფასდაკლებების, რომელიც ესპანეთის მთავრობამ წარსულში დააანონსა. ეს ფასდაკლებები მთელ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება და მეტროს, ავტობუსისა თუ ტრამვაის ღირებულება 30-დან 50%-მდე შემცირდება.

ესპანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ადგილობრივებსა თუ ტურისტებს შეღავათიან მგზავრობას სთავაზობს. ამ გაზაფხულზე გერმანიაში ერთი თვის სამგზავრო ბარათების 9 ევროდ გაყიდვა დაიწყეს და ეს ბარათი მფლობელს ყველა ტრანსპორტის გამოყენების უფლებას აძლევს.

ასეთი პროგრამების მიზანი საცობების შემცირებაა; რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს კერძო ავტომობილზე, მავნე გამონაბოლქვიც იკლებს და გლობალური დათბობის ტემპებიც შენელდება.

ამავე მიზნით ლუქსემბურგში მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ჯერ კიდევ 2020 წლიდან გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები