LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მარკამ საუკეთესოებს პრიზები დაურიგა

23

დიეგო სიმეონე ესპანეთის 2015/16 წლების ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ”მარკას” ვერსიით, ობლაკი – საუკეთესო მეკარე.

ესპანურმა გაზეთმა საუკეთესოებს პრიზები ჩამოურიგა. აი ეს გამორჩეული ხალხი:

პიჩიჩის ტროფეი (საუკეთესო ბომბარდირი): ლუის სუარესი (ბარსელონა);

ლუის არაგონესის ტროფეი (ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი): ალვარო მორატა (რეალი);

პუერტა ხარკეს ტროფეი (ფეარ-პლეი): ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი – ფეხბურთში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის;

სამორას ტროფეი (საუკეთესო გოლკიპერი): იან ობლაკი (ატლეტიკო);

მიგელ მუნიოსის ტროფეი (საუკეთესო მწვრთნელი): დიეგო სიმეონე (ატლეტიკო);

გურუჩეტას ტროფეი (საუკეთესო მსაჯი): კარლოს ველასკო კარბალიო;

სარის ტროფეი (საუკეთესო ესპანელი ბომბარდირი): არიც ადურისი (ბილბაო).

საუკეთესო ფეხბურთელად კი ”მარკამ” მადრიდის ”რეალის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები