ესპანეთში, ქალაქ ვილანუევა დე ვივერში ტყის ძლიერი ხანძარია. ცეცხლის შედეგად 4 000 ჰექტარი ტყე განადგურდა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, მიმდებარე სოფლებიდან და დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
აღნიშნული ტერიტორიებიდან 1 500-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.
ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.