ესპანეთში კატას COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.
როგორც ცნობილია, 4 წლის „ნეგრიტოს“ ვირუსი პატრონისაგან გადაედო.
კატას სუნთქვის უკმარისობა, ასევე გულის უკმარისობა და ტემპერატურა აღენიშნებოდა. ვეტერინარმა ის დააძინა და სწორედ ამ გზით ჩაუტარეს კატას ტესტი, რისი პასუხიც დადებითი აღმოჩნდა.
მსოფლიო მასშტაბით, კატებს კორონავირუსი უკვე რამდენიმე ქვეყენაში გამოუვლინდათ.
ამის ფონზე, ვირუსის ცხოველისგან ადამიანზე გადადების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა.
ვეტერინარებმა ადამიანებს ცხოველებთან დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს, რათა ოთხფეხა მეგობრები ვირუსისგან დაიცვან.