ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სცენა ჩამოინგრა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა – ათობით. სცენასთან ერთად, დაზიანდა სხვა ინფრასტრუქტურაც.
მომხდარი ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
“დაახლოებით დილის 4 საათზე მოულოდნელმა და დამანგრეველმა ქარმა გაანადგურა ფესტივალის ზოგიერთი სცენა და ინფრასტრუქტურა. მენეჯმენტი იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ მიეღო გადაწყვეტილება, დამსწრეებისთვის ტერიტორია დაეტოვებინებინა“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.
ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ვალენსიაში “ძლიერი ქარი და ტემპერატურის უეცარი მატება” დაფიქსირდა.