ესპანეთში „ბუნებრივი“ მუმიების მუზეუმი გაიხსნა. უჩვეულო ექსპოზიცია არაგონის ავტონომიურ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში გამოიფინება. რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა მუმია ტაძრის ტერიტორიაზეა ნაპოვნი და მათ ფორმა ადამიანის ჩარევის გარეშე, ბუნებრივი გზით შეინარჩუნეს. არაგონაში არქეოლოგიური გათხრები 2011 წელს დაიწყო და ასობით სამარხსაც სწორედ მაშინ გადააწყდნენ. ათასობით ადამიანი მე-18-19 საუკუნეებში დამარხეს და დაუდგენელი მიზეზების გამო 15 მათგანი მუმიად გადაიქცა. სპეციალისტები ამ მოვლენას ნიადაგსა და ჰაერის ტემპერატურას მიაწერენ.
აღსანიშნავია, რომ „მუმიების გამოფენაზე“ მისულ ადამიანებს სამარხში ნაპოვნი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა ნივთების ნახვაც შეეძლებათ.