LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს – რას წერს ადგილობრივი მედია

116
ფორტუნა - 2023-04-13T133643.022

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ესპანური მედიის ცნობით, ქართველები ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს.

სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და 8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიის თანახმად, დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარეს. მათ სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს, რადგან სახლის მეპატრონემ ხმაური გაიგო და პოლიცია თავად გამოიძახა.

ოთხ ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები