LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთმა პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს $140 მილიონიანი იახტა ჩამოართვა

99
BeFunky-collage (1)

ესპანეთში, რუსეთის მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კორპორაცია Rostec-ის აღმასრულებელი დირექტორს, სერგეი ჩემეზოვს იახტა ჩამოართვეს.

Reuters-ის ინფორმაციით, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის იახტა, რომლის ღირებულება $140 მილიონიანია, ფორმალურად, მის გერზე – ანასტასია იგნატოვაზე იყო დარეგისტრირებული.

ცნობისთვის, სერგეი ჩემეზოვი რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქების სიაშიც მოხვდა.

მანამდე სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ “სანქციების მიუხედავად, რუსეთი უკრაინასთან ომიდან გამარჯვებული გამოვა.”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე