კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად, ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომია შეუჩერა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
როგორც ცნობილი გახდა, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელიც კატალონიის რეგიონის ლიდერის და პარლამენტის დათხოვნას გულისხმობს. ასევე, 6 თვის განმავლობაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ოფიციალური მადრიდის დაქვემდებარებაში გადავა სამართალდამცავი უწყება, ხაზინა და სახელმწიფო მედია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი სენატის ისტორიაში პირველად მოქმედდა.
როგორც ცნობილია, კატალონიის პარლამენტმა დღეს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაციას მხარი დაუჭირა.