LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის პოლიციამ 1400 კგ „კოკაინი“ აღმოაჩინა, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე [ვიდეო]

171

ესპანეთის პოლიციამ კანარის კუნძულებთან, მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 1400 კილოგრამი „კოკაინი“ აღმოაჩინა და გემის ეკიპაჟის 10 წევრი დააკავა. დაკავებულებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაციას ამის შესახებ rtve.es ავრცელებს.

“აკრძალული ტვირთი სპეციალურ სამალავში ინახებოდა.კოკაინი გემით სამხრეთ ამერიკიდან, თურქეთის გავლით ესპანეთში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მისი ტრანსპორტირება იგეგმებოდა.

დაკავებულებს შორის თურქეთის შვიდი და საქართველოს, უკრაინისა და ბულგარეთის თითო მოქალაქეა“ – აცხადებენ პოლიციაში.