LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის პარლამენტი რეგიონულ ენებზე ალაპარაკდება

132
wirestory_3209def249eabbb3a446a9

ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატებს ნებას დართავენ, რომ კატალონიურად, ბასკურად თუ გალისიურად გამოვიდნენ სიტყვით ან დებატებში მიიღონ მონაწილეობა.

ABC News-ის ინფორმაციით, ამ დროს სხვა პარლამენტარები სინქრონულ თარგმანს ყურსასმენების დახმარებით მოისმენენ.  პარლამენტი 12 პროფესიონალ თარჯიმანს გამოიყენებს.

ესპანეთის სტატისტიკური სააგენტოს ცნობით, 9,1 მილიონი ადამიანი კატალონიურ ენაზე საუბრობს, 2,6 მილიონი – გალისიურზე, ხოლო 1,1 მილიონი ბასკურად მოსაუბრეა.

ცოტა ხნის წინ ესპანეთის მთავრობამ ამ სამი ენის ევროკავშირის ოფიციალურ ენათა სიაში დამატება გადაწყვიტა. თუმცა, ქვეყნის მინისტრებმა ამ საკითხის დროებით გადავადება ამჯობინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები