LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ნაკრებში ყრუ თამაშობს: მას იმპლანტი სულ თან აქვს, მაგრამ მოედანზე საუბარი არ ესმის

rued6fc7bdf6b

 

ეუნათ არაისას ოჯახი ესპანეთის ჩრდილოეთით ცხოვრობდა. ნავარას პროვინციის მოკრძალებულ სოფელ ბიურუნში 200-ზე მეტი ადამიანი არ სახლობს. გოგონას ჯანმრთელობის თავისებურებაზე მაშინ შეიტყვეს, როდესაც 2 წლის იყო. არაისა მშობლების დაძახილს არ ეხმაურებოდა და როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს, გოგონას სმენის ღრმა დაკარგვა დაუდგინეს.

8 წლამდე ტრადიციული სმენის აპარატი ეხმარებოდა. მოგვიანებით ის იმპლანტმა შეცვალა, რაც ყურის დაზიანების კომპენსირებას ახდენს. არაისა მას მხოლოდ მაშინ იხსნის, როდესაც ძინავს ან შხაპს ირებს. აი ვარჯიშზე და მატჩებისას კი მის გარეშე თავი ვერ წარმოუგენია. “თუმცა ყოველთვის უნდა მახსოვდეს, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი ბურთისთვის ორთაბროლა მიწევს”.

არაისა ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა. მართალია ოჯახს თხოვდნენ ბავშვი სმენადაქვეითებულთა სკოლაში მიეყვანა, მშობლები კატეგორიულები იყვნენ: ეუნათი უნდა მიჩვეოდა სოციუმს, რომელიც ზრდასრულს შეეჩეხებოდა. რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა, თუმცა სწავლაში წარმატებამ აჩვენა, რომ მცდელობა ფუჭი არ ყოფილა.

ფეხბურთის სიყვარულთან მამამ მიიყვანა: ის ბურთს არ შორდებოდა. გოგონა ხშირად თამაშობდა ეზოში. 8 წლის იყო, როდესაც სპორტული ცენტრის “ლაგუნაკის” კოორდინატორმა შეამჩნია და ბავშვთა გუნდში მიიწვია.

ეუნათი იზრდებოდა და 14 წლისას პრიმერაში დებიუტი ქონდა. 20 წლამდე მოკრძალებული გუნდი ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. მაგრამ ჰორიზონტზე შანსი გამოჩნდა – არაისა ბილბაოს “ატლეტიკმა” შეამჩნია, რომელიც იმ მომენტში ქვეყნის მეორე გუნდი იყო და 5 წელიწადში 4 საჩემპიონო ტიტულიც ქონდა მოგებული.

ეუნათი ძირითადის ფეხბურთელი გახდა, ბასკები კი ძველ პოზიციებს იბრუნებდნენ. პირველ ორ სეზონში არაისამ 10 გოლი შეაგდო, რაც სრულიად ჯანმრთელი მცველებისთვისაც კი კარგი შედეგია.

2014-ის ზაფხულში “ატლეტიკს” ჯილდომდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. სამეფო თასის 1/4 ფინალში ბასკებმა “ვალენსია” გააგდეს (ეუნათმაც გაიტანა), მომდევნო სტადიაზე უპრობლემოდ “ლევანტეს” გაუსწორდნენ, თუმცა გადამწყვეტ მატჩში პენალტებით წააგეს “ბარსელონასთან”.

 

თუმცა დარდის დრო არ იყო, ბასკები ისევ ბრძოლაში ჩაებნენ და 2016-ში, 9-წლიანი შესვენების შემდეგ, გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა მოიგო.

 

“ეს იყო უნიკალური და ერთმნიშვნელოვნად დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, – იხსენებს ეუნათი, – მახსოვს ბოლო მატჩი ტიტულამდე, ფინალური სასტვენი… ემოციებით ავივსე, მე ხომ მიზანს მივაღწიე. ცრემლების შეკავება არც მიცდია.
მასხოვს ასობით ადამიანი შარფებით, დროშებით და “ატლეტიკის” ატრიბუტებით. ტროფეით ბილბაოს ქუჩებში მივდიოდით და ამ ზღვა ხალხს ვხედავდით. ახლაც ჟრუანტელი მივლის”.

2016-ის შემოდგომაზე არაისას დებიუტი ქონდა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ერთ წელიწადში ისეთი რამ მოხდა, რაც მანამდე წარმოუდგენელი ჩანდა. ბასკები მადრიდში თამაშობდნენ, თამაშის შემდეგ “ატლეტიკის” მწვრთნელი გასასვლელში ჩვეულებრივზე მეტხანს შეყოვნდა. ის ხორხე ვილდას შეხვდა, ნაკრების მწვრთნელს და მათ ეუნათზე ისაუბრეს.

მისი დებიუტი ნაკრებში 23 ოქტომბერს შედგა. ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რამათ-განში ისრაელი გაანადგურა – 6:0. “ნაკრების მაისურმა და ქვეყნის ჰიმნმა თავი ამაყად მაგრძნობინა. მე ესპანეთს წარმოვადგენ უმაღლეს დონეზე, ესე იგი სწორი მიმართულებით მივდივარ”, – ამბობს ფეხბურთელი.

 

იმპლანტი რა თქმა უნდა სერიოზულად ეხმარება, მაგრამ… პარტნიორებისა და მწვრთნელის მაშინ ესმის, როდესაც სახეში უყურებენ. ზურგს უკან საუბარს კი გრძნობს, მაგრამ ვერ არჩევს.

“ვამაყობ, რომ ვარ მაგალითი ადამიანის, რომელიც წინ მიდის მიუხედავად წინაღობებისა. სხვებისთვის ორიენტირი ვარ, მაგრამ ამაზე დიდად ფიქრი არ მინდა. ერთადერთი, რაც კარგად ვერ არის – ეს სმენის პრობლემებია, სხვა მხრივ ნორმალური ცხოვრება მაქვს. ვიღებ განათლებას, ვთამაშობ ფეხბურთს და ვაკეთებ საყვარელ საქმეს. ისეთები, როგორიც მე ვარ, არ უნდა გრძნობდნენ, რომ მარტო არიან. მთავარია ხელი არ ჩამოუშვა, და ბევრი უმუშაო. და ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიმკით შედეგს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები