ესპანეთის ეროვნული ნაკრები, საქართველოსთან გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის, თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა.
საქართველო-ესპანეთის მატჩი 28 მარტს 20 საათზე გაიმართება, რომელსაც 15 000 მაყურებელი დაესწრება.
28 მარტს გულშემატკივრებს კონკრეტული წესების დაცვით სტადიონის ტრიბუნებზე დაუშვებენ. დინამო არენაზე მაყურებლის 30%-ს შეეძლება დასწრება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას გახდის.
ამავე დღეს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, ღამის 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს და ავტობუსის მუშაობა.