ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს „COVID-19“-ის პირველი ლოკდაუნის დარღვევისთვის გადახდილ ჯარიმებს დაუბრუნებს.
2020 წლის 14 მარტიდან 21 ივნისამდე პერიოდში პოლიციამ მოქალაქეებს 1,1 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმები გამოუწერა, თუმცა მოქალაქეებმა ჯარიმების მხოლოდ ნაწილი გადაიხადეს.