LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის მთავრობა არ აღიარებს რეფერენდუმის კანონიერებას

84

ესპანეთის მთავრობა დაუშვებლად მიიჩნევს კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის, კარლეს პუჩდემონის, განცხადებას დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ.

„კარლეს პუჩდემონმა სიტუაცია მაქსიმალურ არასტაბილურობამდე მიიყვანა. მისი სიტყვით გამოსვლა იმ ადამიანის გამოსვლაა, ვინც არ იცის სად იმყოფება, სად მიდის და ვისთან ერთად უნდა წასვლა. ესპანეთის მთავრობას არ შეუძლია, აღიაროს რეფერენდუმის კანონიერება, რომელიც შეჩერებული იყო ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. კატალონიას არ შეუძლია გამოიყენოს 1-ლი ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები, ვინაიდან ეს არაკანონიერი ქმედება იყო,“ – განაცხადა ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სორაია საენს დე სანტამარიამ.

გუშინ კარლეს პუჩდემონმა და კატალონიის სხვა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ განხორციელებული არ იქნება, რადგან კატალონიის ხელისუფლებამ ოფიციალურ მადრიდთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გამართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები