სუპერკომპიუტერმა FiveThirtyEight გამოთვალა ვინ არის უკეთ მზად ესპანეთში ახალი სეზონისთვის.
მანქანა მადრიდის „რეალს“ ჩემპიონობის 39%-ს აძლევს, პროგნოზით „ბარსელონა“ მე-2 ადგილს დაიკავებს, რომელსაც ჩემპიონობის 25%-იანი შანსი აქვს.
„ატლეტიკო“ (12%) და „ვილიარეალი“ (8%) მე-3 და მე-4 ადგილებზე გავლენ.
პროგნოზებისთვის ალბათ ძალიან ადრეა, ჯერ ხომ არცერთ გუნდს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.
ისე, საინტერესოა, რომ გასულ სეზონში სუპერკომპიუტერი ადრეულ პროგნოზში შეცდა, როდესაც ჩემპიონობა „ბარსელონას“ უწინასწარმეტყველა. მოგვიანებით სისტემამ საკუთარი მონაცემები დააკორექტირა და ტიტულის მფლობელად „რეალი“ აქცია.
შარშან ლა ლიგაში ისე განვითარდა მოვლენები, რომ პროგნოზირებას სუპერკომპიუტერი კი არა, მცირეწლოვანი ბავშვი ან ფეხბურთში სრულიად გაუთვითცნობირებულიც კი მარტივად შეძლებდა.